ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
სმოტორსი
კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
"SMOTORS" — ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით;
** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დამწყებთათვის 2-თვიან ანაზღაურებად სწავლებას;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით;
** ანაზღაურება — ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში, Subject-ში, აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!