ოფის მენეჯერი
იბერკომპანი · თბილისი
შპს ,,იბერკომპანი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და გადანაწილება;სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მართვა;შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა და საჭირო მარაგების უზრუნველყოფა;დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის წარმოება;სტუმრების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;სხვადასხვა საოფისე და ორგანიზაციული საკითხის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;საოფისე ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;ქართული ენის გამართული ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაბელურობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ;სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00;ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე s.birtikashvili@ibercomopany.ge
წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ოფის მენეჯერი“.