← ყველა ვაკანსია

გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი

კომპანია · ბათუმი

ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში. ვაკანსია: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი;გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი;უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი – ბათუმი.

განაცხადის გაგზავნა →