ოფის მენეჯერი
ჰიპერმარკეტი Domino · ქუთაისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე;საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;პუნქტუალურობა;კომუნიკაბელურობა;მოწესრიგებულობა;როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერულ განვითარებას;გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;ანაზღაურება: 1200 ლარი;სამედიცინო დაზღვევას ( ინდივიდუალური ან საოჯახო);კვება;Fitpass;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lAT1aU4b