ღამის ოპერატორი
კომპანია · თბილისი
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ?აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგისამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობებიგრაფიკი: ყოველ მეორე ღამესსამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს:19:00–09:00 ან 17:00–07:00ანაზღაურება: 800 ლარი.
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=headerგისურვებთ წარმატებას!