POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი
ბს/2 ჯორჯია · თბილისი
,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 12:00-21:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;ჯანმრთელობის დაზღვევას;საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t9jXtdEc
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.