ინფექციის კონტროლის მედდა
თოდუას კლინიკა · თბილისი
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინფექციის კონტროლის მედდა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას):სასურველია ინფექციის კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა;ინგლისური ენის ცოდნა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკაში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, შესრულების ზედამხედველობა და მონიტორინგი.ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროცესის კოორდინირება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;ინფექციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;სამედიცინო პერსონალის მიერ ხელების ჰიგიენის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორიგნი;დეზინფექციის, სტერილიზაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგში მონაწილეობა;სამედიცინო პერსოალის ინფორმირება და ინსტრუქტაჟი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე;ინფექციის კონტროლის საკითხებზე ეპიდემიოლოგთან და კლინიკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა.
დანატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13; ლუბლიანას 21; იაკობ ნიკოლაძის 10.სამუშაო სპეციფიკა: პოზიცია ითვალისწინებს კლინიკის სხვადასხვა ფილიალში მუშაობას, წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
ბენეფიტები:
TODUA CARES - უფასო სამედიცინო მომსახურება;Fit Pass;სახელფასო დანამატი;ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4WAx7Cib