← ყველა ვაკანსია

ასოცირებული პროექტების მენეჯერი - მშენებლობის მონიტორინგი

საქართველოს ბანკი · თბილისი

სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. მოვალეობები: პროექტიდან მასალის მოცულობების დათვლა;პროექტზე არსებული დოკუმენტაციის რევიზია და ანალიზის წარმოდგენა;სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;შესრულებული სამუშაოების (ფორმა2) ანალიზი არსებულ ბიუჯეტთან და ფაქტიურ ხარჯებთან მიმართებაში;მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოების რევიზია არსებულ გრაფიკთან მიმართებაში;სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპობრივი შემოწმება არსებულ პროექტთან მიმართებაში და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა;ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;დეფექტური აქტების მომზადება;დასრულებული სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის და ბიუჯეტის ანალიზის მომზადება;დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება. მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი (სასურველია სამშენებლო კუთხით)სამუშაო გამოცდილება: მინ. 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში. სავალდებულო ცოდნა, უნარები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, MS Project);AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა;პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;ანალიტიკურად აზროვნება;ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/asocirebuli-proektebis-menejeri-msheneblobis-monitoringi-tbilisi-0lkXR1რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2026

განაცხადის გაგზავნა →