სავაჭრო წარმომადგენელი / პრისეილერი TT მიმართულებით
სანდომი · თბილისი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი TT მიმართულებით)
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული);ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი;ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.
ფუნქცია/მოვალეობა:
სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების მიღება;არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი ობიექტების მოძიება;პროდუქციის განლაგების, ნაშთების, ფასებისა და ვადების კონტროლი;პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდული სტანდარტების დაცვა;გაყიდვების გეგმის შესრულება და რეალიზაციის ზრდაზე მუშაობა;დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი;შეკვეთებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული აღრიცხვა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით;მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;Fitpass
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ufrpYcU