HVAC ინჟინერი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
‘’არქი’’-ში ვეძებთ HVAC ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი ფუნქციები:
საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;პროექტების ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. ASHRAE, Eurovent) შესაბამისობის უზრუნველყოფა;პროექტირების ეტაპზე ხარჯეფექტური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაცია საპროექტო კოლიზიების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნებისა და კომენტარების მომზადება;ტექნიკურ განხილვებში მონაწილეობა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერა;ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა;ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გამოცდის, ჰაერის ხარჯის რეგულირების, წნევაზე შემოწმებისა და სატესტო გაშვების პროცესების ზედამხედველობა.სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება;აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ASHRAE, Eurovent) ცოდნა;HVAC სისტემების ჰიდრავლიკური, აეროდინამიკური და სითბური გამოთვლების პრინციპების ცოდნა;საპროექტო და საინჟინრო პორგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.