← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

აუგუსტი

ევროპული საცხობების ქსელი "აუგუსტი"ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები. საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების კონტროლი; ** მარაგებისა და ნაშთების მუდმივი კონტროლი და შევსება; ** პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** საწყობიდან გაცემული/დაბრუნებული მასალების აღრიცხვა; ** შეკვეთების მიხედვით ნედლეულის დროული მომარაგების ორგანიზება; ** ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და წესრიგის სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ** 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად ** კვებაზე -30% ფასდაკლებას ** სამოტივაციო წახალისებებს სამუშაო გრაფიკი: სრული (07:00-16:00) შაბათ-კვირა დასვენება ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4 ანაზღაურება: 1500 ლარი კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@august.ge ან დარეკოთ ნომერზე: 500 904231.

განაცხადის გაგზავნა →