← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

კოსმო

"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს. დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" — ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის — თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. სასურველია იყოს სტუდენტი: სამუშაო ადგილი — თბილისი სამუშაო გრაფიკი — სტუდენტებზე მორგებული ფუნქცია-მოვალეობები: ** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა; ** დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა; ** პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად; ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა. პიროვნული თვისებები: ** ენერგიული; ** მიზანდასახული; ** კრეატიული; ** გაწონასწორებული; ** პოზიტიური აზროვნების უნარი; ** ტექნიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი; ** შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი; ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ** იდეების მხარდაჭერას. გამოგვიგზავნე მეილზე: cosmo.jobvacancy@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: "თბილისი, მოლარე-კონსულტანტი" განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2026

განაცხადის გაგზავნა →