← ყველა ვაკანსია

ექთანი

პრემიუმ მედსერვისი

შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთნის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ; სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით; ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები ძირითადი ფუნქციები: ** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; ** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; ** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა; ** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი); ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება. ცოდნა და უნარები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის მენეჯმენტი; ** სისხარტე, ოპერატიულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: tatishvilimerabi@gmail.com.. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ. საკონტაქტო +995599610094

განაცხადის გაგზავნა →