ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ადეიშვილის კლინიკა · ქუთაისი
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი ქუთაისში ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს.
თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა;
** მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების/კლიენტების ჩაწერა და ვიზიტების დაგეგმვა;
** მონაცემების პროგრამაში რეგისტრაცია და განახლება;
** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** ქართული ენის გამართული ფლობა.
საჭირო უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: ქოლცენტრის ოპერატორი
ადეიშვილის ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!