← ყველა ვაკანსია

საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტი

გარდაბნის თბოსადგური 2 · გარდაბანი

ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. პირობები: სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი; სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან. ბენეფიტები: ** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა; ** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი; ** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება. ძირითადი მოვალეობები: ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება/ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა; ** სამეურნეო-სარემონტო მასალების გაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე; ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** ძირითადი საშუალებების მიბარება შესაბამის პირებზე; ** საწყობის და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი; ** საბუღალტრო ან საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა. გამოცდილება: ** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საწყობისა და ქონების მართვის მიმართულებით. აუცილებელი უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი; ** დისციპლინირებულობა; ** ორგანიზებულობა. მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 აგვისტოსა. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. შენიშვნა: კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge ** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. ** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →