ელექტრო-ტექნიკოსი, უმცროსი ელექტრო-ტექნიკოსი
ელექტრიფაი საქართველო
შპს "ელექტრიფაი საქართველო" ავითარებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს საქართველოს მასშტაბით — DC სწრაფი დამტენები (80-320 კვტ) და AC დამტენები (22 კვტ).
ვაცხადებთ ვაკანსიას ორ პოზიციაზე:
პოზიცია 1 — ელექტრო-ტექნიკოსი (გამოცდილებით)
პოზიცია 2 — უმცროსი ელექტრო-ტექნიკოსი (დაწყებითი დონე, სწავლებით)
მოვალეობები:
** დამტენი სადგურების მონტაჟი და ექსპლუატაციაში შეყვანა შესაბამისი მწარმოებლის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვით
** დენის კაბელების, დამცავი აპარატურის და დამიწების კონტურის მონტაჟი/დაერთება
** ელექტრული, მექანიკური და პროგრამული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა — როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად
** პრევენციული მომსახურება გრაფიკისა და ჩეკლისტების მიხედვით
** სადგურების მდგომარეობის მონიტორინგი მართვის პლატფორმაში, ხარვეზების ესკალაცია და ხელმძღვანელის ინფორმირება
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება — სამუშაო ანგარიშები, აქტები, ფოტოფიქსაცია
** სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მარაგის კონტროლი, შესყიდვის დროული ინიცირება
** ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვა, PPE-ის გამოყენება და საფრთხეების დაფიქსირება
** კლიენტთან და ლოკაციის მასპინძელთან კომუნიკაცია დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: david@electrify.ge