შესყიდვების მენეჯერი
4Hospitals
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დაქვემდებარება: შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე. პოზიციის ანაზღაურება შედგება როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე კომპონენტებისგან.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!