ოთახების დიასახლისი
Spark By Hilton Tbilisi Biography
"Spark by Hilton" ეძებს მეგობრულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ოთახების დიასახლისს ჩვენს გუნდში შესაერთებლად.
თუ გიყვართ სისუფთავე, წესრიგი და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულისა და ჰიგიენური ნივთების განახლება
** ნომრებში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** ტექნიკური ან სხვა ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
კანდიდატის მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: 09:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით)
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (მცოცავი)
** ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსები
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას სამუშაო დღის განმავლობაში
** სტაბილურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში
** Spark by Hilton-ის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე: +995 557 91 40 27