← ყველა ვაკანსია

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (პედაგოგი)

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ყაზბეგი · სრული განაკვეთი

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო, რომლის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კონსულტირება და ხელშეწყობა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. • სკოლებში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონსულტირება; • სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა; • სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და სამინისტროსათვის წარდგენა; • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგი; • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში მონაწილეობა; • ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას; • თვალყურს ადევნებს განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას; • ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; • თვალყურს ადევნებს სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან; • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციებისა და პროგრამების დანერგვა; • ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა; • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; • საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა; • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვა, ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; • საგანმანათლებლო პროცესში სსსმ მოსწავლეების ჩართვისა და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; • მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა სსსმ მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით; • სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით; • მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირებისათვის სკოლამდელი განათლების სტრატეგიისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; • პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილება; • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით განათლების სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; • საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიბლიოთეკის შექმნასა და მის განახლებაზე ზრუნვა; • მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და მომზადება; • კანონმდებლობით დადგენილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება; ი) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება; კ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანება; ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/6 ბრძანება; მ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება; ნ) „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანება; ო) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/6 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →