← ყველა ვაკანსია

მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი)

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ყაზბეგი · სრული განაკვეთი

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო, რომლის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კონსულტირება და ხელშეწყობა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. • მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით. მოხელე სრულად პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებისთვის, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის; • საგანმანათლებლო რესურსცენტრში კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ფინანსური ოპერაციების წარმოება; • საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; • საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთების ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა; • სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კრებსითი ბიუჯეტისა და ბალანსის მომზადება; • შემოსავლების სამსახურში ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების წარდგენა; • სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წლიური გეგმისა და ანგარიშის მომზადება; • შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; • კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილი კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო წერილების მომზადება; • რესურსცენტრის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; თ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ლ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“; მ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →