← ყველა ვაკანსია

მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ყაზბეგი · სრული განაკვეთი

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო, რომლის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კონსულტირება და ხელშეწყობა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოსული კორესპონდენციის კანონით განსაზღვრულ ვადებში დახარისხება-დამუშავებას, კონტროლს უწევს დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადებში შესრულების პროცესს; • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვადებში მოქალაქეთა მიღებას; • ადგენს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შეხვედრების განრიგს; • თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; • ამზადებს დოკუმენტაციას არქივისათვის; • პასუხისმგებელია არქივში დოკუმენტაციის დაცვაზე; • შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს, შეაგროვებს და მიაწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ; • ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას; • ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტების რეგისტრაციას; • ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად სტუდენტთა რეგისტრაციას; • იხილავს და ამზადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას; • ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება; ზ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება; თ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანება; ი) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →