← ყველა ვაკანსია

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური მუშაკი)

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია · შუახევი · სრული განაკვეთი

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით. ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას და ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკების შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას; ბ) შეიმუშავებს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე; გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას; დ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე; ე) კოორდინაციას უწევს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის მე-5 თავით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დავალებების შესრულება; ზ) მერის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მუშაობა. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ბავშვის უფლებათა კოდექსი; ე) ,,სოციალური მუშაობის შესახებ'' საქართველოს კანონი;  ვ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება; ზ) „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანება; თ) „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილება; ი) „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →