← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა; ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა; კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება. სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები. • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს მონაწილეობას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში; • კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; • ახორციელებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე, უშუალოდ სააგენტოს მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ან/და ვიზირებას; • დამოუკიდებლად ან სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადებას; • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამინისტროში წარდგენას ან /და კოორდინაციას; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ მხარდაჭერას; • ახორციელებს სააგენტოს წარმომადგენლობას სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვას ან/და მათ განხილვაში მონაწილეობას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; • უზრუნველყოფს სააგენტოს სახელით დასადები სხვადასხვა სახის ხელშეკრულების პროექტების მომზადებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას; • სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ და სააგენტოსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს, რომლის მხარესაც წარმოადგენს სააგენტო; • ახორციელებს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სააგენტოს სახელით; • ასრულებს სააგენტოს დირექტორის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; •  საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;

განაცხადის გაგზავნა →