მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია · ადიგენი · სრული განაკვეთი
• ყოველთვიურად დეტალურად და სრულყოფილად ამუშავებს შესაბამისი კლასებით განსაზღვრული ქონების შესახებ ინფორმაციას გასული თვის ჭრილში მიღებული
(გრანტი, შესყიდვა, ჩუქება, ფასების დადგენა და სხვა), სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემული, ექსპლუატაციაში გაცემული, ხარჯვებში ჩამოწერილი ქონების
გათვალისწინებით და არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა განსაზღვრული წესით მოახსენოს სამსახურის ხელმძღვანელს, ბუღალტრულ აღრიცხვას, როგორც
რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად.
• მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მატერიალური ქონების (მათ შორის ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების) პირველადი და
მიმდინარე აღრიცხვა, რეესტრის წარმოება და მონაცემთა ბაზის განახლება;
• მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების მიღების, ჩაბარების, ჩამოწერისა და განკარგვის პროცედურების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
• მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მატერიალური ფასეულობების ყოველწლიური და რიგგარეშე
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და შესაბამისი აქტების შედგენა;
• მუნიციპალური მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში (იჯარა და ა.შ.) გადაცემის პროცესში მონაწილეობა, ხელშეკრულებების პირობების შესრულების
კონტროლი;
• მუნიციპალური ქონების მიზნობრივი გამოყენების, დაცულობისა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობის მონიტორინგი;
• ამოწმებს ორგანიზაციაზე რიცხვული ქონების აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის სამსახურიდან ინფორმაციას;
• უზრუნველყოფს ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად დამუშავებას და დადგენილ ვადებში მიწოდებას;
• პირველადი დოკუმენტების წარმოება სათანადო წესით (კერძოდ, ყველა რეკვიზიტის სრულად მითითებით: დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასის
ღირებულება და ა.შ.);
• ინფორმაციის ასახვა მატერიალური ქონების მიღებაზე საოპერაციო პერიოდის შესაბამისად;
• ანგარიში გრძელვადიანი აქტივების (არაფინანსური ) მოძრაობის შესახებ;
• ანგარიში სასაქონლე მატერიალური ქონების მოძრაობის შესახებ;
• ანგარიში მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივების მოძრაობის შესახებ;
• ადგილობრივად განხორციელებული გამარტივებული შესყიდვებით შეძენილი ქონების შესახებ;
• ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება/შედგენა ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა წლიურ ანგარიშებში,
გამოვლენილი დანაკლისებისა და ზედმეტობის გათვალისწინებით;
• უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციების მიწოდებას კანონით დადგენილ ვადებში;
• უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღრული ფუნქციების
განხორციელებას;
• მონაწილეობას იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში,კომპეტენციის ფარგლებში;
• უზრუნველყოფს ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულებას.
-საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
- საქართველოს კანონი „მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ“.