← ყველა ვაკანსია

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში · ზუგდიდი · სრული განაკვეთი

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ბ) სახელმწიფო რწმუნებულისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; საერთაშორისო ინსტიტუციების პარტნიორების მეშვეობით რეგიონების პროექტების შემუშავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსების მოპოვებაში მონაწილეობა; დ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს: ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას, შესწავლის მიზნით პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვასა და აღნიშნულის შესაბამისად, პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით სათანადო ინფორმაციის/რეკომენდაციების მომზადებას; ე) ტურიზმის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) ტურიზმის სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტ(ებ)ის კერძო სამართლის იურიდიული პირების პროგრამებისა და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) არსებული ტურისტული ობიექტების საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, განახლება და ანალიზი; თ) მუნიციპალიტეტის ტურიზმის სფეროში პროგრამული ბიუჯეტისა და განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ი) ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესრულების სათანადო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის მომზადება; კ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; ნ) ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება. სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, II, III და IV თავები); ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ვ) ,,სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.  

განაცხადის გაგზავნა →