კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მცხეთის რაიონული სასამართლო · მცხეთა · სრული განაკვეთი
- სასამართლოში შემოსული მასალის ფორმალური გამართულობის შემოწმება;
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალის ელექტრონული რეგისტრაცია და სკანირება;
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
- სასამართლოში შემოსული მასალის შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის განაწილება და გადაცემა;
- სასამართლოში შემოსული მასალისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭება;
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა;
გ) „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის N414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’
ზ) „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულება;
თ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.