← ყველა ვაკანსია

პროექტის ასისტენტი

გრადა

"გრადა" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სამშენებლო პროექტების მართვის პროცესში და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენს გუნდთან ერთად. დასაქმების ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება (სრული განაკვეთი) დასაქმების პერსპექტივით ხანგრძლივობა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შაბათ-კვირას დასვენება) ძირითადი პასუხისმგებლობები: სამშენებლო პროექტის დაგეგმვა და შესრულება: ** პროექტის შინაარსის, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობა. ** პროექტის გრაფიკების შემუშავებაში, წარმოებასა და მონიტორინგში, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირებასა და მართვაში მონაწილეობა. ** პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრაში მონაწილეობა. რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა: ** პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვაში, განაწილებასა და მონიტორინგში მონაწილეობა. ** პროექტის ბიუჯეტების კონტროლში, ხარჯების ცვლილებების მართვაში, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლში მონაწილეობა. ხარისხისა და რისკების მართვა: ** პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენაში, დანერგვასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა. ** პროექტის შესრულების მონიტორინგში, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირებასა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში მონაწილეობა. ** პროექტის რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და მართვაში, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა. ** მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება და შემდგომი გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. განათლება: ** ბაკალავრის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით. ენები: ** ქართული — მშობლიური (C2). ** ინგლისური — საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე. საჭირო უნარები და კომპეტენციები: ტექნიკური უნარები: პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Excel, Microsoft Project და AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა. ძირითადი კომპეტენციები: ** კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები. ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. ** სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები. ** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა. ** პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანობა. გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: nrekhviashvili@grada.ge

განაცხადის გაგზავნა →