← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღმრიცხველი

რესტორანი Panorama · ბათუმი

საერთაშორისო ქსელის მქონე ბრენდულ სარესტორნო კომპლექსში, რესტორანი "PANORAMA" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ქ.ბათუმში. ძირითადი მოვალეობები: ** რესტორნის ხარჯების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი; ** საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი; ** პროდუქციის შესყიდვების, ფასებისა და დანახარჯების კონტროლი; ** სასაწყობე ნაშთებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი; ** ფაქტობრივი და თეორიული თვითღირებულების შედარება და ანალიზი; ** პროდუქციის კალკულაციების შემუშავება, გადამოწმება და პერიოდული განახლება შეფ-მზარეულებთან და საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით; ** პროდუქციის ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი; ** ყოველთვიური ანგარიშგების (Report) მომზადება და ანალიზი; ** ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემცირების გზების გამოვლენა. ძირითადი მოთხოვნები: ** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** უცხო ენის (ინგლისური ან სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** 1C, StoreHouse და R-Keeper პროგრამების ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** Excel-ის ცოდნა. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: ** უზრუნველვყოფთ კვებას; ** გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** გექნებათ დამატებითი ბენეფიტები; ** გახდებით საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიული გუნდის წევრი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sberaia@orbi.net სათაურის ველში მიუთითეთ: "PANORAMA - Cost Controller" დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 11 17 15.

განაცხადის გაგზავნა →