← ყველა ვაკანსია

სტაჟირება ბუღალტერიაში

SekkeiPark

კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში. ვაკანსიის შესახებ: ** ანაზღაურება: 700 ლარი (NET); ** ხანგრძლივობა: 6 თვე; ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, (ორშაბათი-პარასკევი) ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება; ** სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა. სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით: ** ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს; ** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას; ** ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას. სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა: ** ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში; ** მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); ** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარები და თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა; ** ინტერპერსონალური უნარები. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** პროფესიული განვითარება; ** სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →