მძღოლი
ტექნეტი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - 2000 (ორიათასი) ₾ (ხელზე ასაღები)
** სამუშაო დღეები განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი - 09:00 საათიდან -18:30 საათამდე ან 11:30 საათიდან- 21:00 საათამდე, კვირაში 6 სამუშაო დღე, დასვენების დღე — შაბათი ან კვირა. დასვენება — შაბათს ან კვირას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანიაზე/ში საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;
** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე;
** საგზაო წესების დაცვა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@technet.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "მძღოლი".
გისურვებთ წარმატებას.