საწყობის მენეჯერის თანაშემწე
მზიური · ქუთაისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ქუთაისში ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** fitpass
** დაზღვევა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს საწყობის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
** აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** აკონტროლოს საწყობში საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესები;
** უზრუნველყოს საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
** სისტემატურად აკონტროლოს საწყობში არსებული საქონლის ვარგისიანობის ვადები და ვადების მიხედვით საქონლის განლაგების სისწორე;
** აკონტროლოს საქონლის შენახვის პირობებისა და დადგენილი სასაწყობო სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** აკონტროლოს საწყობში საქონლის სწორად განლაგება და სასაწყობო სივრცის ეფექტიანი გამოყენება;
** უზრუნველყოს დაზიანებული, ვადაგასული ან სხვა მიზეზით რეალიზაციისთვის უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და კომპეტენციასთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."