უსაფრთხოების თანამშრომელი
ვარკეთილი მოლი · თბილისი
საინვესტიციო კომპანია ურბანიკი და მის პროექტებში შემავალი ახალი სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი“ ეძებს კადრებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე!სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი - ურბანიკისგან“ მალე იხსნება და გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება;საეჭვო შემთხვევებისა და ინციდენტების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:ნასამართლობის არქონა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი;კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:სტაბილურ დასაქმებას ახალ სავაჭრო ცენტრში;დროულ ანაზღაურებას;მეგობრულ სამუშაო გარემოს;სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე შეთანხმებას.
სამუშაო ადგილი: ვარკეთილი მოლი, თბილისი.დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით: +995 557 28 04 87 info@vm.geშემოუერთდი ვარკეთილი მოლის გუნდს!