გაყიდვების კონსულტანტი
მანდარინა · თბილისი
„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:
MANDARINA-ს მაღაზიაში სამკაულებს ყიდი და მომხმარებელს არჩევაში ეხმარები. გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. სრული განაკვეთია: კვირაში 6 დღე და 1 დასვენების დღე, ცვლები როტაციულია.
ანაზღაურება
ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი
დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია.კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. ცვლები როტაციულია, მუდმივად მხოლოდ დილის ან მხოლოდ საღამოს ცვლა ვერ იქნება.მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა.მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი
აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37პიქსელი, ჭავჭავაძის გამზ. 34გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70სითი მოლი (გლდანი), ვეკუას ქ. 1ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/9yaj/hg/wa
რას გთავაზობთ
ყველაფერს ადგილზე გასწავლითჯანმრთელობის დაზღვევაოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულებაფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზეძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ
დახვდები მომხმარებელს, გაიგებ რას ეძებს და შესაფერის სამკაულს შეურჩევმოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზემიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებიმუშავებ სალაროსთანიზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი
18 წელი და მეტიქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)მომხმარებელთან საუბრისა და მოსმენის უნარი
ჩვენს შესახებ
wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/9yaj/hg/wa
ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/9yaj/hg
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.