← ყველა ვაკანსია

სტაჟირება ბუღალტერიაში

სეკე პარკი · თბილისი

საინჟინრო კომპანია SEKKEI PARK აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში. ვაკანსიის შესახებ:ანაზღაურება: 700 ლარი (NET);ხანგრძლივობა: 6 თვე;სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, (ორშაბათი – პარასკევი)ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 ფუნქცია-მოვალეობები:პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება;სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა. სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით:ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს;საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას;ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას. სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა:ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში;მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში. ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას;სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარები და თვისებები:დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;ინტერპერსონალური უნარები. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:პროფესიული განვითარება;სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ; დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →