← ყველა ვაკანსია

HR საოპერაციო მენეჯერი

გუდვილი · თბილისი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას HR საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქციები და პასუხისმგებლობები: ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მართვა;თანამშრომელთა როტაციის, დაწინაურების და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;შვებულების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრების კონტროლი ;თანამშრომელთა შეფასებისა და ეფექტიანობის მართვის პროცესის მხარდაჭერა;თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარება;მენეჯერების კონსულტირება ადამიანური რესურსების საკითხებზე;HR ანგარიშგების მომზადება და HR მეტრიკების მონიტორინგი;თანამშრომელთა პრობლემების მართვა და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);ადამიანური რესურსების შერჩევის და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;ინგლისური ენის ცოდნა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00;ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის #1; ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OwQfFtsc გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →