← ყველა ვაკანსია

HR ადმინისტრირების სპეციალისტი

ლუკა პოლარე · თბილისი

ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს - HR ადმინისტრირების სპეციალისტს. თუ გაქვს HR ადმინისტრირების გამოცდილება, კარგად ფლობ Selfie-სა და Payroll-ს და გიყვარს ორგანიზებული პროცესების მართვა, გვინდა, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდე! ძირითადი მოვალეობები: შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირება;სახელფასო და პოზიციური ცვლილებების დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების დანართების მომზადება და განახლება;სახელფასო პროცესის (Payroll) სრული ციკლის ადმინისტრირება და კონტროლი;შვებულებების, დეკრეტული შვებულებებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება;HR პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინვოისების მართვა;მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;ოფისის ადმინისტრირებისა და ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: HR ადმინისტრირების მიმართულებით მინ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;Selfie HR პროგრამის სრულყოფილად ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;Payroll პროცესების მართვისა და სახელფასო ადმინისტრირების გამოცდილება;Retail ან HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);ინგლისური ენის ცოდნა;შრომითი კანონმდებლობისა და HR ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;ანალიტიკური აზროვნება და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;სტაბილურ დასაქმებას მზარდ კომპანიაში;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას. ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://lucapolare.selfrecruit.ge/s/uLmpQ

განაცხადის გაგზავნა →