აგრომეურნეობის დირექტორი
HH Recruitment · საქართველოს მაშტაბით
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას მრავალწლოვანი კულტურის მეურნეობის დირექტორის პოზიციაზე, სამეგრელოში, ერთ-ერთი აგრარული კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:ბაღების სრული საოპერაციო პროცესის მართვა, დაგეგმვა და კონტროლი;ბაღების მოვლა-პატრონობის წლიური და სეზონური სამუშაო გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;გაშენების, ზრდის, განვითარების, მოსავლიანობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;აგროტექნიკური სამუშაოების, მათ შორის გასხვლის, განოყიერების, მორწყვის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის მოვლის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;აგრონომებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბაღების პროდუქტიულობისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;სარწყავი სისტემების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;მოსავლის მოცულობის პროგნოზირება, მოსავლის აღების პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;მოსავლის აღების, დახარისხების, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მომზადების პროცესების კოორდინაცია;პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;მოსავლის აღების შემდგომი პროცესების (Post-Harvest Management) მართვა, პროდუქციის დანაკარგების მინიმიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით;ბაღების საოპერაციო ბიუჯეტის შემუშავება, ხარჯების დაგეგმვა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;წარმოების თვითღირებულების ანალიზი და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;საოპერაციო ეფექტიანობისა და მოსავლიანობის ზრდისკენ მიმართული სტრატეგიული და პრაქტიკული ინიციატივების შემუშავება;ბაღებში დასაქმებული მუდმივი და სეზონური პერსონალის საქმიანობის მართვა, სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და მათი დროული მობილიზების უზრუნველყოფა;სასოფლო-სამეურნეო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და შესყიდვების პროცესის კონტროლი;საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების, მოთხოვნის, ფასების დინამიკისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი;ექსპორტის არსებული და პოტენციური ბაზრების შეფასება და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;საერთაშორისო მყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და საექსპორტო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;საექსპორტო გაყიდვების გეგმების, მიწოდების მოცულობებისა და შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი;საექსპორტო ბაზრების სპეციფიკური მოთხოვნების, ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ვადების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;საერთაშორისო ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის GLOBALG.A.P.-ისა და სხვა შესაბამისი სერტიფიცირების პროცესების კოორდინაცია;საექსპორტო ბაზრებზე არსებული კომერციული და საოპერაციო რისკების შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;ბაღების განვითარების, ახალი ფართობების ათვისებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;ბაღების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (მოსავლიანობა, პროდუქციის ხარისხი, თვითღირებულება, დანაკარგები, საექსპორტო გაყიდვები) განსაზღვრა, ანალიზი და კონტროლი;ბაღების საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, სოფლის მეურნეობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში).მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება აგრარულ ინდუსტრიაში დირექტორის, საოპერაციო დირექტორის, ბაღის მენეჯერის პოზიციაზე;ბაღების სრული საწარმოო ცილკის მართვის გამოცდილება;პრიორიტეტულია GLOBALG.A.P-ის დანერგვის ან აუდიტის გამოცდილებააუცილებელია ინგლისური ენის ფლობა კარგად;
დამატებითი ინფორმაცია:საცხოვრებლით უზრუნველყოფასამედიცინო დაზღვევასატელეფონო ლიმიტისაწვავის ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment13@hh.geან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 577252467