ღია კონკურსი - თეატროლოგიის მიმართულების პროფესორი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი · თბილისი
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, თეატროლოგიის მიმართულება, პროფესორის 1 ს/ე.
კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 12 ნოემბრიდან.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2026 წლის 14 დეკემბერს და გაგრძელდეს 2026 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tafu.edu.ge
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.