საწყობის მენეჯერის თანაშემწე ( ქუთაისი)
შპს მზიური
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ქუთაისში ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი fitpass დაზღვევა მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება . პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა პუნქტუალურობა გუნდურობა დეტალებზე ორიენტირებულობა ძირითადი მოვალეობები: უზრუნველყოს საწყობის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და მათი საქმიანობის კოორდინაცია; აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა; აკონტროლოს საწყობში საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესები; ▪ უზრუნველყოს საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი; სისტემატურად აკონტროლოს საწყობში არსებული საქონლის ვარგისიანობის ვადები და ვადების მიხედვით საქონლის განლაგების სისწორე; აკონტროლოს საქონლის შენახვის პირობებისა და დადგენილი სასაწყობო სტანდარტების დაცვა; უზრუნველყოს საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება; აკონტროლოს საწყობში საქონლის სწორად განლაგება და სასაწყობო სივრცის ეფექტიანი გამოყენება; უზრუნველყოს დაზიანებული, ვადაგასული ან სხვა მიზეზით რეალიზაციისთვის უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და კომპეტენციასთან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათითმონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.9. შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."