← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

შპს აიესკო · 52 ავჭალის ქუჩა, თბილისი · Full time

ვაკანსია – ბუღალტერი კომპანია „აიესკო“ -ინდუსტრიული დანადგარების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია – აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ბუღალტრული პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა; დღგ-ისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება; იმპორტის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა; სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება; შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვის ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოება; პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება; შესყიდვების, გაყიდვებისა და სასაქონლო ოპერაციების აღრიცხვა; იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი; საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; პერიოდული ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების მომზადება; უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) უზრუნველყოფა. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი; გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე (3+3 თვე), შუალედური შეფასებით პირველი 3 თვის დასრულების შემდეგ; გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია; ანაზღაურება: შეთანხმებით; სამუშაო ადგილი: კომპანია „აიესკო“, მისამართი: ავჭალის ქუჩა N52 დაინტერესებულ კანდიდატებს: გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და მიუთითოთ სასურველი ანაზღაურების ოდენობა. კომპანია „აიესკო“ გთავაზობთ პროფესიულ გარემოს და დამოუკიდებელი მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას. www.iesco.ge

განაცხადის გაგზავნა →