← ყველა ვაკანსია

საკრედიტო ექსპერტი

ჩიპ მანი · გორი

საფინანსო კომპანია ,,ჩიპ მანი“ აცხადებს ვაკანსიას გორში საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები:პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოება;პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა სხვადასხვა არხებითმომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი და შესაძლო რისკების განსაზღვრა; ძირითადი მოთხოვნები:ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;უმაღლესი განათლება.საოფისე პროგრამების ცოდნა;ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობამოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარიპუნქტუალობა, პრინციპულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე; პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;პრინციპულობა, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი. სამუშაო გრაფიკი - სრული. ჩვენ გთავაზობთ:დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.ანაზღაურება: ფიქსირებული 950 + ბონუსი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@cheapmoney.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →