შეფ-მზარეული
რესტორანი · თბილისი
რესტორანი ეძებს შეფ მზარეულს.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/5 სამუშაო დღე; 13:00 სთ – 23:00 სთ.
დასვენების დღეები განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.
ანაზღაურება: 3 500 - 3 900 ლარი (თანხა მითითებულია საპენსიო გადასახადის ჩათვლით)
ძირითადი მოთხოვნები:
5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება;ძლიერი მენეჯერული უნარის ფლობაპროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;სამზარეულოს ფუნქციონირების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა;სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;დროის მენეჯმენტის უნარი;გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
მოვალეობები:
სამზარეულოს ყოველდღიური ფუნქციონირების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი: სამუშაო დღის დაგეგმვა და მათზე მოვალეობების და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;მენიუს შედგენა;მომწოდებლებთან კომუნიკაცია;ტექნოლოგიური ბარათების/რუკების შედგენა;კალკულაციების შედგენა და დაცვა;საწყობის და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფა: პროდუქტების ხარისხის და ვადიანობის კონტროლი;უსაფრთხოების ტექნიკის და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის/მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.