← ყველა ვაკანსია

საოპერაციო მენეჯერი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია · თბილისი

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: პერსონის მონაცემების პროგრამული ცვლილება/გასწორება;პერსონების პროგრამული რეგისტრაცია და კონტრაქტის გახსნა;სამოგზაურო დაზღვევის პროგრამული გამოწერა/გაცემა;ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის პოლისების მართვა, კონტრაქტებში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) დაანგარიშება და მონაცემების ასახვა როგორც პროგრამულ სისტემებში, ასევე Excel-ის ბაზებში;ჩარიცხვების პროგრამული ასახვა და თანხების გადანაწილება შესაბამის პოლისსა და კონტრაქტზე;კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; რას ვითხოვთ: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (განსაკუთრებით MS Excel);მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას;ანალიტიკური აზროვნებას;დეტალებზე ორინტირებულობას;პასუხისმგებლობის გრძნობას;გუნდური მუშაობის უნარს; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/rkx გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →