პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საკრებულოს აპარატის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო · ამბროლაური · სრული განაკვეთი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.
საკრებულოს აპარატი უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ასევე ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
- საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
- საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების, ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშის ჩაბარების ორგანიზება;
- საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება და დამუშავება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით გასატარებელი ღონისძიებებისა და პიარის დაგეგმვა;
- საკრებულოს წევრების საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- მედიასთან ურთიერთობების წარმართვა;
- საკრებულოს ვებგვერდის მართვა/ადმინისტრირება, მუდმივი განახლება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, აღნიშნულის თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება და სათანადო ორგანოებში გაგზავნა, გამოქვეყნება;
- საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომების ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, სხდომის ჩატარებამდე, ცნობის გამოქვეყნება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით;
- მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება და მონაცემთა ბაზების შექმნა;
- მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის მართვა;
- მოქმედი კანონმდებლობით, აპარატის დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აპარატის უფროსის და აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.