← ყველა ვაკანსია

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · დედოფლისწყარო · სრული განაკვეთი

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერია შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია- მერიის სამსახური. მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულია -მერიის სამსახურის განყოფილება. ა) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი და საინფორმაციო მასალების მოძიება/დამუშავება; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დოკუმენტების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების შესწავლა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სამართლებრივი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; გ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, საჩივარში მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) სასამართლო დავებთან დაკავშირებით საქმის მასალებისა და მტკიცებულებების მოძიება, შესწავლა და დამუშავება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტების, მათ შორის სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გასაგზავნი წერილების, განცხადებების, მიმართვებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება, შესაბამისი სამართლებრივი საკითხების შესწავლა და საჭირო ინფორმაციის დამუშავება; ვ) მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოძიება და შესწავლა, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეების ინფორმირება აღნიშნული ცვლილებების თაობაზე. - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; - საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.

განაცხადის გაგზავნა →