← ყველა ვაკანსია

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)

ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვა და ნაკისრი ვალდებულების დროს საქართველოს კანონმდებლობით მოქმედება; პასუხიმგებლობის აღება შესრულებული საქმიანობის კანონიერებაზე, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებაზე; ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება, მხარდაჭერა, კონსულტირება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა; გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და და მათი მიწოდება შესაბამისი საჯარო სკოლისათვის, აგრეთვე, განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის. დ) განათლების სფეროში მოქმედი კანონების, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულების ზედამხედველობა; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციების განხილვა და პასუხების მომზადება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა; ზ) რესურსცენტრის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;. • საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; • "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →