სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · თეთრიწყარო · სრული განაკვეთი
- სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებული წლიური მოთხოვნის საფუძველზე; აღნიშნულ გეგმაში, საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
- წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურების მიერ წარმოდგენილი
მოთხოვნების შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება;
- შერჩეული შესყიდვების საშუალების შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო/საკონკურსო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;
- შესყიდვების შედეგად მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების წარმოება;
- ტენდერის/კონკურსის შესახებ განცხადებებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება და გამოქვეყნება;
- მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა, კოორდინაციას უწევს
მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების გეგმით მათთვის გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას.
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
-„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილება;
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N494 დადგენილება.