← ყველა ვაკანსია

ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · თეთრიწყარო · სრული განაკვეთი

- შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ; - უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას; - ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ირებს გადაწყვეტილებას ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას; - ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით; - იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ; - უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და პროცესის მონიტორინგს; - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას; - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს; - ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"; - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი'; - ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; - საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი"; - საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ"; -„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილება; - „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N499 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →