სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · თეთრიწყარო · სრული განაკვეთი
- ადგილობრივ დონეზე სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება;
- მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
- მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში სპორტის პოპულარიზაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
- სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
-ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისება და ხელშეწყობა;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ';
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
-„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილება;
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N498 დადგენილება.