← ყველა ვაკანსია

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · თეთრიწყარო · სრული განაკვეთი

- საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და წინადადებების წარდგენა განყოფილების უფროსისათვის; - მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; - საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით; - საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, მათი პერიოდული ანალიზი და შეფასება; -ტრენინგ საჭიროებათა შესწავლა და ადამიანური რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება; - საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; - მერის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტური გაფორმება; შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების მომზდება; - შეფასების პროცედურის განხორციელებაში ჩართულობა და მოხელეთათვის კონსულტაციების გაწევა. - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; - ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; -„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილება; -„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N492 დადგენილება. 

განაცხადის გაგზავნა →